„ტელეკომუნიკაციები და უსაფრთხოება“ კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა ტელეკომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, სფეროს უახლესი ტენდენციების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა. კონფერენციაზე საქართველოს ციფრული მდგრადობა და ინოვაციების განვითარების პერსპექტივები იყო განხილული.
