ადვოკატთა ასოცოიაციის თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება

15 დეკემბერი 2025, 12:02 101 ნახვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური გაიმართება რადგან გუშინ ახალი თავმჯდომარე  ვერ აირჩიეს. კენჭისყრაში 2700-ზე მეტმა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში გადასულმა ირაკლი ყანდაშვილმა 1283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1109 ხმა.
გამარჯვებისთვის კი ერთი კანდიდატისთვის  1376 ხმა იყო საჭირო. კანონმდებლობის შესაბამისად, მეორე ტური ორ კვირამდე ვადაში უნდა გაიმართოს.   ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი 6 კანდიდატი იყო - ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი და მანუჩარ ჭუმბურიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი