გიორგი შერმადინმა ჩემპიონატი MVP-ის ტიტულით დაიწყო

06 ოქტომბერი 2025, 09:41 115 ნახვა

ესპანეთის ლიგა ენდესას პირველ ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ შინ „მანრესა“ დაძაბულ ბრძოლაში 104:93 დაამარცხა. „ტენერიფემ“ გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდში მოიპოვა, რომელიც 28:19 მოიგო.

გიორგი შერმადინი ისევ საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 18 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ქართველი ცენტრი მატჩის MVP გახდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესას მეორე ტურში 11 ოქტომბერს, სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე