ლას ვეგასში ჩატარებული UFC 320-ის შემდეგ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანმა ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი განაახლა.
რეიტინგის ლიდერი კვლავ ილია თოფურიაა, რომელმაც ივნისში ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
მესამე ადგილზე დარჩა მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC 320-ზე კორი სენდჰეგენს მოუგო და სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი მესამედ დაიცვა.
რეიტინგში ოთხი საფეხურით დაწინაურდა და მეექვსეა ქვემძიმე წონის ახალი ჩემპიონი ალექს პერეირა. ბრაზილიელმა მებრძოლმა სატიტულო ბრძოლაში მაგომედ ანკალაევი პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე