6 ოქროს, 8 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალი, - ასეთია კონტაქტურ კარატეში საქართველოს ჭაბუკთა და იუნიორთა ნაკრების დღევანდელი მონაგარი BATUMI OPEN-2025-ზე. შეჯიბრებაში 13 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მესამე ადგილს იკავებს და თუ ხვალ აბსოლუტურ წონაში ქართველი მებრძოლი გაიმარჯვებს, გუნდურ პირველ ადგილზე გავა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ პირველად გაიმართება ბათუმის „გრან-პრი“ ერთ, - გაერთიანებულ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, რომელშიც 32 ვაჟი და 25 გოგო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპისა მოქმედი ჩემპიონები და პრიზიორები. ხვალვე გაიმართება 18 წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონატიც.