საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში BATUMI OPEN 2025

27 ოქტომბერი 2025, 11:50 174 ნახვა

7 ოქროს, 10 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალი, - ასეთია კონტაქტურ კარატეში საქართველოს ჭაბუკთა, იუნიორთა და ეროვნული ნაკრების მონაგარი BATUMI OPEN-2025-ზე.  შეჯიბრებაში 13 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ამ შედეგით საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.
შეჯიბრების დასკვნით დღეს 18 წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე, ასევე ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი დიმიტრი მსხალაძე გახდა.
უფროსთა კატეგორიაში ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი ქალთა შორის ლიეტუველი მარია სეკუნდა გახდა. ვაჟთა შორის აბსოლუტურის ფინალში ერთმანეთს ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მსხალაძე და იაპონიის ღია, აბსოლუტური ჩემპიონატის გამარჯვებული, ყაზახეთის წარმომადგენელი ანჟეი კინზერსკი დაუპირისპირდნენ. BATUMI OPEN-ის ჩემპიონი ყაზახი მებრძოლი გახდა. დეკემბერში ჩვენს მებრძოლებს საქართველოს ჩემპიონატი ელოდებათ. 2026 წელს კი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე