შეხვედრა სპორტსმენებთან

06 ნოემბერი 2025, 15:03 170 ნახვა

წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს აჭარის განათლების სამინისტროში უმასპინძლეს.

ქვიშის ჭიდაობაში აჭარას უკვე 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი ყავს, მამუკა კორძაიამ ჩემპიონობა ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში გამართულ ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე იზეიმა.

20 წლამდელთა შორის გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი ზურაბ მამულაძე გახდა, წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯემალ კილაძე დასახელდა.

წლის ბოლო წარმატებული იყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობისთვისაც, აჭარის ნაკრების წევრი ანრი ხოზრევანიძე სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 67 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა, 87 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აჩიკო ბოლქვაძემ. ძალოსნობაში ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე 88 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემ აკვრაში ვერცხლის, - ორჭიდის ჯამში კი ოქროს მედალი მოიპოვა.ქართული ბილიარდის ისტორიაში პირველად, ლევან კიკალიშვილი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ახალგაზრდა ქართველმა უკრაინელი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ოქროს მედალს დამსახურებულად დაეუფლა.

ქართველი რაპირით მოფარიკავეებმა წარმატებას რუმინეთში გამართულ ევროპის თასზე მიაღწიეს. ანანო ჯინჭარაძემ ოქროს მედალი დაისაკუთრა, ელენე თურმანიძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე