სანდრო მამუკელაშვილის და „ტორონტოს“ მორიგი გამარჯვება

25 ნოემბერი 2025, 11:53 66 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „კლივლენდ კავალიერსთან“ გამართა და მეტოქე 110:99 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 12 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა სამი ორქულიანი და ორი სამქულიანი ჩააგდო.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო. 13 მოგებითა და 5 მარცხით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 27 ნოემბერს „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი