ალექსანდრე თოფურიას მორიგი გამარჯვება 

23 ნოემბერი 2025, 09:58 61 ნახვა

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა. სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლაში 29 წლის თოფურიამ მეტოქეს როგორც ჭიდაობაში, ასევე კრივში აჯობა.

შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ მეორე გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში ექვსი მოგება და ერთი მარცხი ჰქონდა.

თებერვალში UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში მან ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სძლია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში