თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრებში იქნება

25 ნოემბერი 2025, 11:53 63 ნახვა

ნოემბრის სანაკრებო მატჩებში თორნიკე შენგელია საქართველოს ეროვნულ გუნდს დაეხმარება, – ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ხვალ საღამოს შენგელია „ბარსელონას“ შემადგენლობაში ევროლიგაში „ლიონთან“ ითამაშებს, ხოლო 27 ნოემბერს თბილისში გამოფრინდება. ამავე დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის 21:00 საათზე დაიწყება.

შესაბამისად, ის ორ სხვადასხვა ქვეყანაში ორ თამაშს 22 საათზე ნაკლებ დროში ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ესპანეთში გაემგზავრება და ადგილობრივ ნაკრებს 30 ნოემბერს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე, უკრაინისა და ესპანეთის გარდა, დანიაც იქნება.

შემდეგ ეტაპზე ასპარეზობას სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გააგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი