ქართველი მთასვლელის 100 წლის იუბილე

23 ნოემბერი 2025, 10:09 62 ნახვა

ლენტეხში ცნობილი ქართველი მთამსვლელის, ჯოკია გუგავას, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. ღონისძიებას სპორტის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ჯოკია გუგავა იყო არაერთი ჯილდოს მფლობელი და ჩემპიონი სხვადასხვა კლასში. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის და ღირსების ორდენის კავალერი.

საქართველოში ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საიუბილეო საღამოზე, სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვეს ქართველი ალპინისტის შვილი, ბერდია გუგავა. ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში