საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში მე-10 ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი მორაგბეების უმრავლესობა საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა, თუმცა კლუბებში დარჩენილთაგან „სტად ფრანსეში“ წარმატებული მატჩი ჩაატარა გიორგი მელიქიძემ.
„სტად ფრანსემ“ საკუთარ მოედანზე „ტულონი“ ბონუსქულით 51:24 დაამარცხა, გიორგი მელიქიძემ კი დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში მელიქიძის ანგარიშზე 4 ლელოა, „სტად ფრანსე“ კი 30 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
