რვა თვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა

30 წუთის წინ 48 ნახვა

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „პრესტონთან“ ფრე ითამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე თითქმის 8-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად 234 დღის შემდეგ პირველად ითამაშა.

უოტფორდმა“ ქულები დაკარგა, გუნდებმა პირველივე ტაიმში გოლები გაცვალეს და მატჩი 1:1 დასრულდა.

გიორგი ჩაკვეტაძეს აქამდე ბოლო მატჩი ჩატარებული გასულ სეზონში, 5 აპრილს ჰქონდა. „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი პირველ დეკემბერს, „ბირმინგემს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი