უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის ცხრა შეხვედრა გაიმართა. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს „ჩელსისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება იწვევდა, თუმცა მატჩმა მოლოდინი არ გაამართლა. ლონდონელებმა კატალონიელები უპრობლემოდ 3:0 დაამარცხეს. გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „დორტმუნდთან“ დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა. მიქაუტაძეს არ უთამაშია.
სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „ბოდო-გლიმტი“ – „იუვენტუსი“ 2:3; „მანჩესტერ სიტი“ – „ლევერკუზენი“ 0:2; „მარსელი“ – „ნიუკასლი“ 2:1; „ნაპოლი“ – „ყარაბაღი“ 2:0; „სლავია“- „ბილბაო“ 0:0; „აიაქსი“ – „ბენფიკა“ 0:2; „გალათასარაი“ - როიალ უნიონი“ 0:1. დღეს მეხუთე ტურის კიდევ ცხრა შეხვედრა გაიმართება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“, ქართველი შემტევის გუნდი „ტოტენჰემს“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.
