გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა სტუმრად „ფილადელფიის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 144:103 დაამარცხა.საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ქართველი მოთამაშის გუნდი 11 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 29 ნოემბერს „დეტროიტ პისტონსთან“ ჩაატარებს.
აქვე გეტყვით, რომ ბითაძე და მამუკელაშვილი ნოემბრის სანაკრებო მატჩებში საქართველოს ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარებიან, რადგან NBA-ის კლუბები მოთამაშეებს სეზონის დროს გუნდების დატოვების უფლებას არ აძლევენ.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 27 ნოემბერს უკრაინას, ხოლო 30 ნოემბერს ესპანეთს შეხვდება.
