ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა, რომელთა შედეგებმაც სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. „თელავმა“ „კავკასიონი არენაზე“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. სტუმრებიდან გოლები ნიკა კალანდარიშვილის და დმიტრი მანდრიჩენკოს ანგარიშზეა.
მასპინძლებიდან კი თავი დავით კუტალიამ გამოიჩინა. ამ მოგებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 13-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
„გაგრამ“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უშუალო კონკურენტს, საგარეჯოს „გარეჯს“ დამაჯერებლად 4:1 მოუგო. 34 ტურის შედეგების მიხედვით, „გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ანალოგიური ამოცანის გადასაჭრელად ბათუმელებს დარჩენილ ორ ტურში ქულა ყოფნით.
„გარეჯს“ დარჩენის თეორიული შანსი კიდევ აქვს, „თელავი“ კი დიდი ალბათობით პლეი აუტში ითამაშებს.
