სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი ახალ გუნდში

07 ოქტომბერი 2025, 09:09 89 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო მამუკელაშვილის ახალმა გუნდმა, „ტორონტო რეპტორსმა“ NBA-ს წინასასეზონო ეტაპზე პირველი მატჩი „დენვერ ნაგეტსთან“ ჩაატარა და 108:112 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. ის „ტორონტოს“ რიგებში შედეგიანობის მხრივ მეორე საუკეთესო იყო, მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ ბარეტმა და ინგრამმა 19-19 მოაგროვეს.

NBA-ის რეგულარული სეზონის მოსამზადებელ ეტაპზე კანადური გუნდი მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, სტუმრად, „საკრამენტო კინგსთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე