„ჯვაროსნებმა" ესპანეთში პირველი ვარჯიში გამართეს

08 ოქტომბერი 2025, 11:15 70 ნახვა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში შეკრებაზე პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ნაკრების პრესსამსახურის ცნობით, გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ორ მოთამაშეს – ამერიკული „ატლანტას“ შემტევ ნახევარმცველ საბა ლობჟანიძეს და ბოსნიური „სარაევოს“ კაპიტანს, გიორგი გულიაშვილს, რომლებიც ნაკრებს გვიან შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ შეხვედრას გამართავს.

11 ოქტომბერს ქალაქ ელჩეში ესპანეთს დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი იზმითში თურქეთის ნაკრებს.    

ორივე მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე