ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი რაგბიში 18-წლამდე მორაგბეთა შორის. ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 11:16 დამარცხდა და ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. ანგარიში ესპანელებმა თამაშის დასაწყისში საჯარიმო დარტყმით გახსნეს.
საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს მოახერხა, ლელო ლუკა წიკლაურმა დადო და პირველი ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 5:3 მოიგეს. მეორე ტაიმის საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა, ესპანელებმა კი ორი ჯარიმა გაიტანეს, ერთი გარდასახული ლელოც დადეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, თავის პირველ ოფიციალურ თამაში გამართა რუმინეთის ნაკრებთან და მეტოქე დიდი ანგარიშით 43:0 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის წინააღმდეგ 7 ლელოს დადება მოახერხეს და გარდასახვა ზუსტად ოთხჯერ შეასრულეს.