„გოლდენ გორი“ ძიუდოს ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს მფლობელია

23 ნოემბერი 2025, 09:09 50 ნახვა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართულმა გუნდმა თურქული „გალათასარაი“ 4:1 დაამარცხა.

„გოლდენ გორმა“ ევროპის თასზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია, სოფიო სომხიშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა ჟღენტი, ლუკა მაისურაძე, თამაზ ბიგანაშვილი და გურამ თუშიშვილი.

ტურნირის გამარჯვებული კი ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა, რომელმაც ფინალში სერბული „რედ სტარი“ დაამარცხა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთისა და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გუნდები მონაწილეობდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში