საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბა. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს.
11 ოქტომბერს ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს იზმითში თურქეთს ესტუმრება.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე