გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა.
„9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე