ნოემბერში ბორჯღალოსნები სამივე ტესტ-მატჩს საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამართავენ. ეროვნული გუნდი 8 ნოემბერს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს დაუპირისპირდება, 15 ნოემბერს ასევე ბათუმში კანადასთან ითამაშებს, 22 ნოემბერს კი იაპონიას თბილისში უმასპინძლებს.
ისევე, როგორც „არწივებთან“ მატჩი, „აჭარაბეთ არენაზე“ კანადასთან შეხვედრაც 16:00 საათზე დაიწყება. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უკვე მოიპოვა 2027 წლის მსოფლიო თასის საგზური და ავსტრალიაში წყნარი ოკეანის მეორე გუნდის სტატუსით ითამაშებს.
მოცემული მომენტისთვის კანადა 59.20 ქულით მსოფლიო რეიტინგში 24-ე ადგილზეა.
„ბორჯღალოსნები“ კანადას შვიდჯერ ეთამაშნენ და ოთხჯერ გამარჯვება მოიპოვეს, სამი თამაში კი დათმეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე