საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა მეორე ლიგაშიც. მორიგი გამარჯვება იზეიმა ქედის ბეთლემმა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ხელვაჩაურის მაჭახელა დაამარცხა ანგარიშით 3-1. ბეთლემი 28 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტებს 5 ქულით უსწრებს. მეორე ლიგის გათამაშების დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი და ქედის კლუბი პირველ ლიგაში დაბრუნების შანსს ინარჩუნებს. მომდევნო ტურის შეხვედრას ბეთლემი 10 ნოემბერს, მარტვილის სალხინოს წინააღმდეგ გამართავს.