ქუთაისის ტორპედო - დინამო ბათუმი – თამაში დღეს შედგება

05 დეკემბერი 2020, 13:32 1305 ნახვა

დღეს დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მე-16 ტურის გადადებულ შეხვედრას ქუთაისში, ადგილობრივ ტორპედოსთან გამართავს. საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დინამო ბათუმი მეორე პოზიციაზე 32 ქულით იმყოფება და პირველადგილოსან დინამო თბილისს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. პარალელურად თავის შეხვედრას გამართავს თბილისის დინამოც, დედაქალაქური გუნდი სამტრედიას დაუპირისპირდება.

ტორპედო-დინამო ბათუმის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 6-ჯერ ტორპედომ მოიგო, 3-ჯერ დინამო ბათუმმა, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა. თამაში დღეს 14:00 - ზე დაიწყება, რის გამოც საინფორმაციო გამოშვება ‘’მთავარი’’ ეთერში 18:00 -ზე გავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში