ისტორიაში პირველად "საბურთალომ" სუპერთასი მოიგო

23 თებერვალი 2020, 19:22 1819 ნახვა

საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული, ისტორიაში  პირველად, ,,საბურთალო’’  გახდა.


სუპერთასის  2020 წლის გათამაშებას მიხეილ მესიხის სახელობის სათადარიგო მოედანმა უმაპსინძლა,  სადაც ერთმანეთს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული - თბილისის ,,დინამო’’ და დავით ყიფიანის თასის მფლობელი, ,,საბურთალო’’ დაუპირისპირდნენ.

ტიტული   ,,საბურთალომ’’ მინიმალური სხვაობით 1-0 მოიგო.


თბილისის ,,დინამოს’’ სუპერთასის მატჩზე შავი ფერის სათამაშო ფორმით გამოვიდა, რომელსაც გულზე იუნკერთა სახელები იყო  დატანილი.


პირველი ნახევარი თბილსის საბურთალოს  გამარჯვებით 1-0 დასრულდა.

მეცამეტე წუთზე,  ,,დინამოს’’ საჯარიმოში, გიორგი გაბედავას წაქცევისთვის, შეხვედრის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილის კარში თერთმეტმეტრანი დანიშნა. გიორგი კოხრეიძემ  ზუსტად შეძლო საჯარიმოს რეალიზება და ,,საბურთალოს’’  2020 წელს პირევლი ტიტული მოაგებინა.


ამ მატჩში ისტორიული ფაქტიც დაფქისირდა, სუპერთასის ფინალის მატჩში  მთავარ მსაჯს ასისტენტობას  ქართველი ქალი მსაჯი, ქეთევან გაიპარაშვილი უწევდა. 


პირველი უფიციალური მატჩი  ,,საბურთალოს’’ დამრიგებელმა თემურ შალამბერიძემ ტიტულით აღნიშნა. ასევე, პირველ ოფიციალურ მატჩში უთავკაცა ,,დინამოს’’ კახა ჩხეტიანმა. 
საქართველოს თასის გამარჯვებულს ,,საბურთალოს’’  კი სუპერთასი და 50 000 ლარი გადაეცა.
,,საბურთალო’’ გახდა გუნდი,რომელმაც  საქართველოში ყველა ტიტული მოიგო. აქამდე თბილისელებს უკვე ჰოქნდათ მოგებული 2019 წელს დავით ყიფიანის თასი ,ხოლო  2018 წელს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში