ბათუმი დინამოს ახალი ფორვარდი - სავარაუდოდ ხელშეკრულება მალე გაფორმდება

29 იანვარი 2020, 20:24 2352 ნახვა

დინამო ბათუმი ბრაზილიელ ფორვარდ რეინალდო დოს სანტოს სილვას იმატებს - ინფორმაციას კლუბის პარტნიორი სპორტული გამოცემა, პოპსპორტი ავრცელებს. 30 წლის თავდამსხმელი 3 თებერვალს საქართველოში ჩამოვა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რეინალდო დინამო ბათუმში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.

30 წლის სპორტსმენს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი აზერბაიჯანული ყარაბაღიდან უფრო იცნობს, რომლის შემადგენლობაშიც 88 მატჩში 48 გოლი გაიტანა. აზერბაიჯანში ის 2013-2017 წლებში თამაშობდა. შემდეგ იყო ადანასპორი, ტრნავის სპარტაკი და აქტობე, 2019 წელს რეინალდო ისევ ყარაბაღში დაბრუნდა, თუმცა მალევე ირტიშში გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში