დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების საპასუხო მატჩები გაიმართება

11 მარტი 2025, 11:09 156 ნახვა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართება. „ბარსელონა“ „ბენფიკას“ უმასპინძლებს, „ინტერი“ „ფეიენორდს“ მიიღებს, მიუნხენის „ბაიერნი“ კი სტუმრად „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენს“, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ენფილდზე“ „ლივერპულის“ დამარცხებას და მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება.

„ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა. „რთული თამაში გველის, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ვეცდებით, ხასიათი გამოვავლინოთ. „ენფილდზე“ გამოსვლა ბევრის ოცნებაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. შანსები თანაბარია.“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

„ბარსელონასა“ და „ბენფიკას“ დაპირისპირება თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება, დანარჩენი სამი შეხვედრა კი თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში