''გონიო'' მე-4 ლიგის საგზურისთვის ''გლდანს'' დაუპირისპირდება

25 ნოემბერი 2022, 11:03 1436 ნახვა

საფეხბურთო კლუბი ''გონიო'' ეროვნული ლიგა 4-ის გადასასვლელ ფლეიოფში ''გლდანს'' დაუპირისპირდება. მატჩი 28 ნოემბერს ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საფეხბურთო ბაზაზე 13:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

გამარჯვებული გუნდი ლიგა 4-ის საგზურს მოიპოვებს , ხოლო დამარცხებული ისევ რეგიონულ ლიგაში დარჩება.

''გონიომ'' რეგიონული ლიგის ''გ'' ჯგუფში 48 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ფლეიოფში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში