კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა -“ნაპოლიმ" “ლივერპული" 4-1 დაამარცხა

08 სექტემბერი 2022, 00:53 1095 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე გადაცემით აღნიშნა. ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 4-1 დაამარცხა.

მატჩის დასაწყისში კვარაცხელია შეტევაში გადავიდა და გადაცემა ჟელინსკის გაუკეთა. ამ უკანასკნელმა კარისკენ დაარტყა და ბურთი ხელზე საჯარიმოში მყოფ მილნერს მოხვდა. ინგლისური კლუბის კარში დანიშნული პენალტი თავად პოლონელმა შეასრულა და მე-5 წუთზე წინ იტალიელები გავიდნენ.

მე-18 წუთზე "ლივერპულის" კარში მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, თუმცა ოსიმენს ალისონმა აუღო. ამის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩას კარგი გადაცემა გაუკეთა, თუმცა ქართველის დარტყმული ბურთი ვან დეიკმა ცარიელი კარიდან გაიმოიტანა.

31-ე წუთზე კვარაცხელიამ გომესს ბურთი მოპარა, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მივიდა და გადაცემა ზამბო ანგისას გადააწოდა ამ უკანასკნელმა კი კომბინაცია ჟელენსიკთან გაითამაშა რის შემდეგაც ანისამ გოლი გაიტანა.

ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიამ არნოლდი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა, შემდეგ საჯარიმოში გომესთან მოიგო ორთაბრძოლა, ბოლოს კი ცარიელ კართან მდგომ ჯოვანი სიმონეს გადააწოდა პასი და პირველი ტაიმის ანაგრიში 3-0 გახდა. 47-ე წუთზე ნეაპოლელებმა მეოთხე გოლიც გაიტანეს. დუბლი პიოტრ ჟელინსკის ანგარიშზეა.

49-ე წუთზე ლუის დიასმა ანაგრიში შეამცირა. 57-ე წუთზე სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი დაასვენა და მის ნაცვლად მოედანზე ზერბინი შემოვიდა. დარჩენილი დროში ინგლისური კლუბი უტევდა თუმცა გოლი აღარ გასულა.

დღესვე ამავე ჯგუფში "აიაქსმა" 4-0 "რეინჯერსი" დაამარცხა. პირველი ტურის შემდეგ "აიაქსი" და "ნაპოლი" 3-3 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან. მომდევნო შეხვედრას სპალეტის გუნდი 10 სექტემბერს სერია A-ში "სპეციას" წინააღმდეგ შინ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი