ერდოღანს რუსეთსა და თურქეთს შორის მედიატორობა სურს

29 ნოემბერი 2021, 18:33 996 ნახვა

თურქეთს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის მიღება სურს.  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. ერდოღანის თქმით, ანკარას  რეგიონში მშვიდობის დამყარება სურს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ყირიმელ თურქებს ეხება. 21 ნოემბერს სააგენტო ბლუმბერგმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა ევროპელ მოკავშირეებს სადაზვერვო ინფორმაცია გაუზიარა, რომელიც ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბური შეჭრისთვის მოსამზადებლად ჯარებსა და არტილერიას აძლიერებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში