დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მანამდე გამართულ შეხვედრაზე არასდროს მოუთხოვია ვოლოდიმირ ზელენსკისგან დონბასის მთელი რეგიონის რუსეთისთვის დათმობა.
„ისე დარჩეს, როგორც ამჟამად არის. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული“, - განაცხადა ტრამპმა ნომერ პირველ ბორტზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
17-ის ოქტომბრის დაძაბულ შეხვედრაზე ტრამპმა ზელენსკი აიძულა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთისთვის დაეთმო, რის გამოც უკრაინული დელეგაცია იმედგაცრუებული დარჩა. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს საჯაროდ მოუწოდა ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტისკენ, პოზიცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარებში მიიღო.
ტრამპმა ეს წინადადება შეხვედრის დროს მას შემდეგ წამოაყენა, რაც ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებაყოფლობით არ დაუთმობდა მოსკოვს არცერთ ტერიტორიას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე