კიევზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 3 ადამიანი --

14 ნოემბერი 2025, 11:03 83 ნახვა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე განხორციელებული იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. კიევის მერის განცხადებით, დაშავებულია 26 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევა გვიან ღამით განახორციელა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.
აფეთქებას კიევის 6 რეგიონში მრავალსართულიან სახლებში ბინების ნგრევა და ხანძრები მოჰყვა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 1 140 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და დაჭრეს, რითაც მოსკოვის დანაკარგებმა ომში 1 156 40-ს მიაღწია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე