უკრაინის ოდესის რეგიონში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა და სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა- განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა.
დრონის ნამსხვრევების ცვენისა და აფეთქების ტალღის შედეგად, შვიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, ასევე ადმინისტრაციული შენობის კარები და ფანჯრები დაზიანდა.
უკრაინის ენერგეტიკულმა კომპანია „დტეკმა“ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი ღამით თავს დაესხა მის ენერგეტიკულ ობიექტს ოდესის რეგიონში, რის შედეგადაც 51 ათას 800 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
