რუტეს განცხადება

41 წუთის წინ 67 ნახვა

კარგია, რომ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ამ მოლაპარაკებებზე  უკრაინის მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში ყოფნის აუცილებლობას უსვამს ხაზს. რუტემ ეს განცხადება ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა, რომელზეც ალიანსის პრიორიტეტები და უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით უკრაინაში ომი განიხილება.

რუტემ ასევე განაცხადა, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და მის გუნდთან, რომელიც მთლიანად არის ჩართული რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესში. რუტე იმედოვნებს, რომ  ვაშინგტონის სამშვიდობო ძალისხმევას შედეგი მოჰყვება. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთზე ზეწოლის ორ გზას ასახელებს.

მისი თქმით, პირველ რიგში, რუსებმა უნდა გააცნობიერონ, რომ უკრაინის სწრაფი დახმარება გაგრძელდება. მეორე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს. აშშ და ევროპა ერთად მუშაობენ, რათა სანქციების მეშვეობით რუსეთის ეკონომიკაზე მაქსიმალურ ზეწოლას მიაღწიონ”, - განაცხადა მარკ რუტემ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში