სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩაფრინდა

46 წუთის წინ 62 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩაფრინდნენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

მანამდე, ფლორიდაში, უიტკოფმა, კუშნერმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უკრაინის დელეგაციასთან ომის დასრულების გეგმა განიხილეს.

მთავარი თემა ტერიტორიული საკითხი იყო. ეს უიტკოფის  მეექვსე ვიზიტია წელს მოსკოვში. ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ვნუკოვოს აეროპორტში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა. 

პირველი შემთხვევაა, როდესაც უიტკოფს თან ახლავს ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი. პუტინთან შეხვედრის შემდეგ, უიტკოფი და კუშნერი, სავარაუდოდ, ევროპაში გაემგზავრებიან და ზელენსკის შეხვდებიან. ისინი მას პუტინთან საუბრის შინაარსს გააცნობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში