კლაუდია მოგერინი დაკავებულია

47 წუთის წინ 63 ნახვა

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ბელგიის პოლიციამ თაღლითობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის შტაბ-ბინაში, ასევე ბრიუგეში ევროპის კოლეჯში რეიდები ჩაატარა.

რეიდები ევროპის პროკურატურის მოთხოვნით ჩატარდა. გამოძიების ფარგლებში, რომელიც  ახალგაზრდა დიპლომატებისთვის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებთან არის დაკავშირებული, დაკავებულია  სამი ეჭვმიტანილი.

რომელთა შორის არიან ევროპის კოლეჯის ამჟამინდელი ხელმძღვანელი  ფედერიკა მოგერინი და კიდევ ორი პირი, მათ შორის ევროკომისიის მაღალჩინოსანი.  ჩხრეკა ჩატარდა ეჭვმიტანილების სახლებშიც. 

გამოძიებას აქვს „სერიოზული ეჭვები“ თაღლითობის შესახებ ტენდერის პროცესში, რომლის შედეგადაც ევროპის კოლეჯმა 2021–2022 წლებში ახალგაზრდა დიპლომატებისთვის ცხრათვიანი სასწავლო პროგრამის განხორციელების კონტრაქტი მოიპოვა.

ტენდერი ჩაატარა ევროკავშირის დიპლომატიურმა სამსახურმა, რომელსაც მაშინ მოგერინი ხელმძღვანელობდა. 52 წლის ფედერიკა მოგერინი იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა საკითხებში, თანამდებობა, რომელსაც ის 2014 წლის ბოლოდან 2019 წლის ბოლომდე იკავებდა.

2020 წლის სექტემბერში მან ბრიუგეში ევროპის კოლეჯის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში