ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესზე

42 წუთის წინ 60 ნახვა

ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, თუ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებს მოიცავს, განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალის წინ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაზემ განაცხადა, რომ არავინ უნდა ცდილობდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებით ისეთი შედეგების მიღწევას, რომელთა მიღწევაც ბრძოლის ველზე შეუძლებელია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის თქმით, უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის პოზიცია მიუღებელია და ის რეგიონში საფრთხეებს გაამძაფრებს.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონი დოლარი გამოყო, ნატოს ინიციატივის ფარგლებში, რომელიც კიევს აშშ-სგან შეძენილი იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში