სომხეთი და ევროკავშირი ბრიუსელში სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს გააფორმებენ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს ხელს მოაწერენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
ახალი დღის წესრიგი მოიცავს დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითრებას და ინსტიტუტების განმტკიცებას.
სომხეთ-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი ასევე მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
