რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მარტივი არ არის - ტრამპი

03 დეკემბერი 2025, 11:01 79 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მოგვარება მარტივი არ არის. ეს განცხადება მან 2025 წლის ბოლო კაბინეტის სხდომის დასაწყისში გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამშაბათს კრემლში შეხვდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს და ტრამპის სიძეს ჯარედ კუშნერს, რათა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის დასრულების შესაძლო გზაზე ესაუბრათ.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა ევროპა გააფრთხილა, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში მას სწრაფი მარცხი ელის და უკრაინის შესახებ ევროპის კონტრწინადადებები რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნია.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს, მაგრამ მისმა აქამდე მიღწეულმა ძალისხმევამ, მათ შორის აგვისტოში ალასკაში პუტინთან გამართულმა სამიტმა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრებმა, მშვიდობა ჯერ ვერ მოიტანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში