კირ სტარმერი ჩინეთს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს

02 დეკემბერი 2025, 13:31 72 ნახვა

პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ჩინეთს ბრიტანეთის „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, თუმცა მხარს უჭერს მისი მთავრობის გადაწყვეტილებას პეკინთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.

სტარმერი ამბობს, რომ  ბიზნეს კავშირების გაღრმავება ეროვნულ ინტერესებში შედის.

სტარმერის ლეიბორისტულმა მთავრობამ ჩინეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად აქცია, თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაიძაბა პეკინის მიერ ბრიტანეთის ჯაშუშობაში  ბრალდებების გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში