რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას სამხედრო ან სხვა საშუალებებით ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს - ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ინდოეთში სახელმწიფო ვიზიტის დაწყებამდე ტელეარხ ინდია ტუდეი-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ამ ტერიტორიებს ან სამხედრო ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ, ან უკრაინული ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ბრძოლას შეწყვეტენ“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი.
აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთსაათიანი შეხვედრა პუტინის თქმით, სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის სირთულემ განაპირობა.
მხარეებმა თითოეული პუნქტი დეტალურად განიხილეს და რუსეთი ყველა მათგანს არ დაეთანხმა - ამის აცხადებს რუსეთის ლიდერი.
პუტინმა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან საუბარს აუცილებელი და კონკრეტული უწოდა და აღნიშნა, რომ დარჩა საკითხები, რომლებზეც კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
