მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ

04 დეკემბერი 2025, 12:34 76 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტთან კრემლში გამართული მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის დელეგაციას შეხვდებიან.

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ოლჰა სტეფანშინამ დაადასტურა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, დღეს შეერთებულ შტატებში გაემგზავრება  სტივ უიტკოფთან მოსალაპარაკებლად.

მოსკოვის შეხვედრის შედეგების შეფასებისას სტეფანიშინამ  აღნიშნა, რომ „მოლაპარაკებებში ჯერ დიდი პროგრესი არ არის, მაგრამ პროცესი გრძელდება“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში