ქაშმირის ინდოეთის ნაწილში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 9 და დაშავდა 29 ადამიანი. მედიის ცნობით, პოლიციის მიერ ჩამორთმეული ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა. დაღუპულთა უმეტესობა პოლიციელი იყო, მათ შორის სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილზე ასაფეთქებელ ნივთიერებებს იკვლევდნენ.