აშშ-ის ომის მინისტრის განცხადებით, იწყება ახალი სამხედრო ოპერაცია „სამხრეთის შუბი“. პიტ ჰეგსეთის თქმით, ოპერაციის მიზანია დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოტერორისტების განადგურება. სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ჰეგსეთი აღნიშნავს, რომ ტრამპმა მოქმედება ბრძანა, რასაც ომის დეპარტამენტი ახორციელებს. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთის შუბი“ იცავს შეერთებულ შტატებს და ებრძვის ნარკოტერორისტებს.