უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმება მზადდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა აძლიერებს ავიაციას, ასევე მუშაობენ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასევე მიმდინარეობს მუშაობა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტები აქვს დაგეგმილი 16 ნოემბერს საბერძნეთში, 17 ნოემბერს კი საფრანგეთში.