აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ამ შეხვედრას უკრაინაში ომის შეჩერების რეალური შანსი ექნება.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კანადაში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში პრესასთან საუბრისას განაცხადა.
„ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჩვენს პრეზიდენტებს შორის შემდეგ შეხვედრას კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს - აღნიშნა რუბიომ.