აშშ-ის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ 29 ოქტომბერს შეერთებული შტატების ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომალდი აღმოაჩინეს, რისთვისაც მონიტორინგი განახორციელეს. Fox News-ის ცნობით, „ვიშნიას“ კლასის სადაზვერვო ხომალდი ოაჰუდან სამხრეთით დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვამ რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების დამხმარე გენერალური დაზვერვის გემ „კარელიას“ უსაფრთხო და პროფესიონალური გადაფრენით და გემის მახლობლად ტრანზიტით უპასუხა.
პრესრელიზის მიხედვით, მოქმედება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მიმდინარეობს, პერსონალი კი აკონტროლებს გემის მოქმედებას აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, რათა ამ ტერიტორიაზე მოქმედი გემების საზღვაო უსაფრთხოება უზრუნველყოს.