შვედეთის დედაქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. სტოკჰოლმში, უნივერსიტეტის კამპუსთან ახლოს ავტობუსი ხალხს დაეჯახა. პოლიციის განცხადებით, მათ ამ დროისთვის არ აქვთ ინფორმაცია იყო თუ არა ეს თავდასხმა.
უცხოური მედიის ცნობით, ავარიის დროს, 2 სართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა, ავარიის დროს კი მძღოლი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ავტობუსში მგზავრებიც არ ისხდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 3 ადამიანი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.