აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების ძალაში შესვლის ვადა გაახანგრძლივა და კომპანიებს ნებართვა მისცა 14 დეკემბრამდე აწარმოონ მოლაპარაკებები მისი უცხოური აქტივების შესყიდვის შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც განაცხადა რომ მათი მთავარი ამოცანაა, უზრუნველყონ ნედლი ნავთობის დროული მიწოდება და ქარხნის ნორმალური ფუნქციონირება. ცნობისთვის, გასულ თვეს აშშ-მა „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“ სანქციები დაუწესა.